Thumbnail

ახალი მოწყობილობა ადამიანებს წყალქვეშ სუნთქვას გაუმარტივებს

  • მოწყობილობა 3D პრინტერითაა დაბეჭდილი
  • პროექტი ამ დროისთვის საცდელ ეტაპზეა

წყალქვეშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სუნთქვა დიდი მოცულობის აღჭურვილობის გარეშე ამ დროისთვის ადამიანებისთვის შეუძლებელია, თუმცა ჩინელი დიზაინერის, Jun Kamei-ს ახალი გამოგონებით შესაძლოა უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიცვალოს - 3D პრინტერით შექმნილი სასუნთქი მოწყობილობა Amphibio ადამიანებს წყლის ქვეშ სუნთქვას საგრძნობლად გაუმარტივებს.

სასუნთქი მოწყობილობა Amphibio 2 ნაწილისგან - ნიღბისგან და ჟილეტისგან შედგება. გამომგონებლის თანახმად, წყალქვეშ სასუნთქი მსუბუქი აღჭურვილობის შექმნა კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ გადაწყვიტა.

“დავინტერესდი, როგორ შეიცვლებოდა ჩვენი ურბანული გარემო გლობალურ დათბობასთან ერთად და აღმოვაჩინე, რომ ზღვის დონის მატება გარდაუვალი პროცესია. ახალი მოწყობილობილობის დახმარებით წყალქვეშ სუნთქვა ადამიანებისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს.” -  Jun Kamei

Amphibio ამ დროისთვის საცდელ ეტაპზეა, შემდეგი ნაბიჯი კი მოწყობილობის ადამიანებზე გამოცდაა. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერის ჩანაფიქრი მოწყობილობის წყალდიდობისა და ზღვის დონის მატების შემთხვევებში გამოყენებაა, Amphibio წყალქვეშა სამყაროს დათვალიერების მსურველებისთვისაც გამოსადეგი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები