Thumbnail

Motorola-ს ახალი სმარტფონი Action კამერითაა აღჭურვილი

  • სმარტფონის ფასი 288 დოლარიდან იწყება
  • One Action რამდენიმე ქვეყანაში უკვე ხელმისაწვდომია 

Motorola-მ One სერიის სმარტფონების ახალი მოდელი, One Action წარადგინა, რომელითაც Action კამერის ხარისხის ვიდეოს გადაღება იქნება შესაძლებელი. პირველი Action სმარტფონი სამი უკანა კამერით იქნება აღჭურვილი, რომელთაგან ერთ-ერთი ვიდეოს GoPro-ს მსგავსად, ultra-wide რეჟიმში, 177 გრადუსიანი კუთხით იღებს.

კამერის სენსორი სმარტფონზე ფიზიკურად შემობრუნებულია, შესაბამისად ვერტიკალურ მდგომარეობაში კამერა ჰორიზონტალურად იღებს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კი ვერტიკალურად, რაც მის უნიკალურობას უსვამს ხაზს. გარდა ამისა, კამერას მოძრაობის დროს ვიდეოს გადასაღებად Enhanced Video Stabilization რეჟიმი აქვს, რომელიც კადრის სტაბილიზაციას ახდენს.

უნიკალური კამერის გარდა, One Action-ის მახასიათებლები Android-ის საშუალო კლასის სმარტფონების მახასიათებლების მსგავსია - სმარტფონი Samsung-ის Exynos 9609 პროცესორით და 3500 მილიამპერიანი ელემენტითაა აღჭურვილი და მას 4GB ოპერაციული მეხსიერება, 128 შიდა მეხსიერება და USB-C პორტი აქვს. 

Motorola One Action რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბრაზილიასა და მექსიკაში უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი $288 დოლარიდან იწყება. ევროპისა და აზიის ქვეყნებში სმარტფონის გამოსვლა მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
 

კომენტარები

ბოლო ამბები