Thumbnail

Huawei Google Maps-ის ანალოგის შექმნაზე მუშაობს

  • Huawei რუკის ახალ სისტემას შექმნის
  • რუკის შესაქმნელად Huawei Yandex-თან ითანამშრომლებს

Huawei საკუთარი რუკის სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც კონკურენციას Google Maps-ს გაუწევს. ინფორმაციას China Daily ავრცელებს. გამოცემის თანახმად, სერვისის გამოყენებას დეველოპერები ნავიგაციაზე დაფუძნებული აპლიკაციების შესაქმნელად შეძლებენ.

სერვისი 'Map Kit' Google-ის რუკის მსგავსად რეალურ დროში საცობების შესახებ ინფორმაციასაც ასახავს. Huawei-ს აღმასრულებელი დირექტორის თანახმად, რუკას გაფართოებული რეალობის (AR) მხარდაჭერაც ექნება. Huawei რუკის შესაქმნელად რუსული კომპანია Yandex-ის მონაცემებს გამოიყენებს. ახალი რუკა 150 ქვეყანას მოიცავს და 40 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. 

Huawei-მ საკუთარი რუკის შექმნაზე მუშაობა აშშ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ დაიწყო - აშშ-ის მთავრობამ Huawei იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომელთაც ლიცენზიის გარეშე ამერიკული საკომუნიკაციო სერვისების გამოყენება აეკრძალათ, რის შედეგადაც ჩინურმა კომპანიამ Android-ის მხარდაჭერა დაკარგა. რუკის გარდა, Huawei საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნაზეც მუშაობს.

Huawei რუკის ახალ სისტემას, Map Kit-ს სავარაუდოდ ოქტომბერში წარადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები