Thumbnail

ელონ მასკის წითელმა ტესლამ მზის ორბიტას შემოუფრინა

  • SpaceX-ის Tesla Roadster-მა კოსმოსში მოგზაურობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო
  • ელექტრომობილი დედამიწას 2020 წელს მიუახლოვდება

Where is Roadster-ის მონაცემების თანახმად, Space X-ის რაკეტის, Falcon Heavy-ს გაშვებიდან 557-ე დღეს ელონ მასკის წითელმა Tesla Roadster-მა და მისმა მგზავრმა - მანეკენმა ასტრონავტმა Starman-მა მზის გარშემო ორბიტას პირველად შემოუფრინა. ელექტრომობილმა ამ დროისთვის 762 მილიონი მილი გაიარა, რაც მისი გამავლობის თავდაპირველ გარანტიას 21,000 ჯერ აჭარბებს.

მასკის Roadster-ი, რომელმაც მარსს გასული წლის ნოემბერში ჩაუფრინა, მას კიდევ ერთხელ 2020 წლის 7 ოქტომბერს მიუახლოვდება, დედამიწასთან ყველაზე ახლოს კი 2020 წლის 5 ნოემბრისთვის დაფიქსირდება. Space X ამ დროისთვის ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებს, თუ რა ბედი ეწევა წითელ ელექტრომობილს სამომავლოდ, თუმცა კომპანიის თანახმად, ის დედამიწას ამის შემდეგ სულ მცირე 2047 წლამდე ვეღარ მიუახლოვდება. 

მიუხედავად ამისა, შესაძლოა Starman-ს კოსმოსში მარტო ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწიოს - Space X ადამიანების მარსზე გაშვებას 2030 წლისთვის აპირებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები