Thumbnail

აშშ-მა Huawei-ს შეზღუდვების აღსრულება კიდევ ერთხელ გადადო

  • შეზღუდვების აღსრულება 90 დღით გადაიდო
  • Huawei-ს სერვისის მიწოდება კიდევ 46-მა კომპანიამ შეუწყვიტა

აშშ-ის მთავრობამ Huawei-ს მიმართ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება კიდევ ერთხელ, 90 დღით გადადო. აშშ-ის კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენლის, ვილბურ როსის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო კომპანიების ნაწილი ამ დრომდე სწორედ Huawei-ს ტექნოლოგიებს იყენებს, რომელთაც ისინი სწორედ 90 დღის ვადაში ჩაანაცვლებენ.

“ადგილობრივი კომპანიების ნაწილი ამ დრომდე Huawei-ზეა დამოკიდებული, ამიტომ მათ ალტერნატიული სერვისების მოსაძიებლად გარკვეულ დროს ვაძლევთ.” -  ვილბურ როსი

აშშ-ის მთავრობასთან დაპირისპირების ფონზე Huawei-ს Android-ის მხარდაჭერა ოფიციალურად მაისში შეეზღუდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომპანიას Android სისტემის გამოყენების ნებრათვა სამი თვით შეუნარჩუნდა, რათა მას არსებული მომხმარებლებისთვის სრულყოფილი სერვისის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ჰქონოდა. 

ვილბურ როსის თანახმად, Huawei-ს სერვისის მიწოდებას კიდევ 46 კომპანია შეუზღუდავს, რაც Huawei-ს აშშ-ის ბაზარზე ოპერირების ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის იმის გათვალისწინებით, რომ საერთო ჯამში Android-ის გარდა Huawei-სთან თანამშრომლობა უკვე 100-ზე მეტმა ამერიკულმა კომპანიამ შეწყვიტა. Huawei პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ "მსგავს არასამართლებრივ ქმედებებს კომპანიის მიმართ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან საერთო არაფერი აქვს".

დავა Huawei-სა და აშშ-ის მთავრობას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ Huawei ამერიკულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის განზრახ შეფერხების გამოიყენებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები