Thumbnail

ყველაზე დიდ კომპიუტერულ ჩიპს ხელოვნური ინტელექტისთვის გამოიყენებენ

  • The Wafer Scale Engine მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის კომპიუტერული ჩიპია
  • ახალი ჩიპის გამოყენებით ხელოვნური ინტელექტის მოდელებს გაწვრთნიან

კალიფორნიაში დაფუძნებულმა სტარტაპმა, Cerebras Systems-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის კომპიუტერული ჩიპი The Wafer Scale Engine წარადგინა. შედარებისთვის, The Wafer Scale Engine Nvidia-ს ყველაზე დიდი ზომის პროცესორზე 57-ჯერ დიდია.

კომპანიის თანახმად, ჩიპის გამოყენებით ხელოვნური ინტელექტის კომპლექსული სისტემების, მათ შორის თვითმართვადი ავტომობილების და სადაზვერვო პროგრამების მართვაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა თანახმად ინოვაცია შესაძლოა მონაცემთა ცენტრების ნაწილისთვის არაპრაქტიკული იყოს.
 
კომპიუტერული ჩიპების ზომა დროთა განმავლობაში შემცირდა, მათი მონაცემები კი გაუმჯობესდა. გარდა ამისა, მძლავრი პროცესორის მისაღებად საჭიროებისამებრ მცირე ზომის ჩიპების გაერთიანებაც შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, Cerebras-ის თანახმად, მცირე ზომის გაერთიანებული ჩიპების გამოყენებით ხშირ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის მოდელების წვრთნა შენელებულად მიმდინარეობს, მძლავრი მონაცემების ცალკეული ჩიპის შექმნით კი ეს პრობლემა აღმოიფხვრება.  

კონკრეტულად რომელი კომპანიები გამოიყენებენ Cerebras-ის ახალ ტექნოლოგიას საკუთარი ხელოვნური ინტელექტის სისტემების გასაწვრთნელად, ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები