Thumbnail

Google-ის ახალი ალგორითმი ჟესტურ ენას გაახმოვანებს

  • Google-ის მიერ შექმნილი ალგორითმის დახმარებით სმარტფონით ჟესტური ენის გახმოვანება იქნება შესაძლებელი
  • ახალ ალგორითმზე დაფუძნებით აპლიკაციების შექმნა ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია

Google-მა ახალი ალგორითმი წარადგინა, რომელიც ჟესტურ ენას აუდიო ვერსიად გარდაქმნის. კომპანია იმედოვნებს, რომ ალგორითმზე დაფუძნებით დეველოპერები საკუთარ აპლიკაციებს შექმნიან, რომლებიც შეზღუდული მეტყველების მქონე ადამიანებს კომუნიკაციას გაუმარტივებს. ამ დრომდე პროგრამა მხოლოდ კომპიუტერთან იყო თავსებადი, ამჯერად კი ჟესტების ენის გახმოვანება უკვე სმარტფონითაცაა შესაძლებელი.

AI blog-ზე გამოქვეყნებული ბლოგპოსტის თანახმად, პროგრამის შექმნის და ალგორითმის გასაჯაროვების მიზანი საზოგადოებაში ჟესტური ენის საბაზისო ცოდნის გავრცელებაა.

“ინტერესით ველოდებით ალგორითმზე დაფუძნებით დეველოპერების მიერ ახალი, სასარგებლო აპლიკაციების შექმნას, ჩვენის მხრივ კი კვლევას ვაგრძელებთ და სამომავლოდ ტექნოლოგიას კიდევ უფრო დავხვეწავთ, რათა მეტი სიზუსტე და სანდოობა გარანტირებული იყოს.” - Google-ის წარმომადგენელი

ექსპერტის თანახმად, Google-ის ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა მისი სრულყოფილად მუშაობისთვის სხვა არაერთი ფუნქციის დამატება გახდება საჭირო, მათ შორის სარგებლის მომტანი იქნებოდა, თუკი სმენადაქვეითებულთათვის პროგრამას ტექსტის ან აუდიოს ჟესტების ენაზე გადათარგმნის ფუნქციაც დაემატებოდა, რაც ექსპერტის თანახმად სმენადააქვეითებულთა საკომუნიკაციო იზოლაციას აღმოფხვრის. 

კომენტარები

ბოლო ამბები