Thumbnail

Motorola-ს დასაკეცი სმარტფონი სავარაუდოდ 2019 წლის ბოლომდე გამოვა

  • განახლებული RAZR შესაძლოა მიმდინარე წელს გამოვიდეს
  • Motorola-ს სმარტფონი ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუანონსებია

Motorola-ს ლეგენდარული დასაკეცი ტელეფონის, RAZR-ის განახლებული ვერსია სავარაუდოდ 2019 წლის ბოლომდე გამოვა. ინფორმაციას გამოცემა LetsGoDigital ავრცელებს. Motorola-ს ახალი სმარტფონი კონკურენციას Samsung-ის Galaxy Fold-ს და Huawei-ს Mate X-ს გაუწევს.

სმარტფონის სავარაუდო დიზაინი

გამოცემის თანახმად, ახალი Motorola RAZR 1500 ევრო ეღირება, რაც სხვა კომპანიების მიერ დაანონსებულ დასაკეც სმარტფონებზე იაფი, თუმცა ბაზარზე ხელმისაწვდომი სმარტფონების უმრავლესობის, მათ შორის 64GB-იანი iPhone XS Max-ის ღირებულებაზე მაღალი ფასია.  

გავრცელებული ინფორმაციით, სმარტფონის დიზაინიდან გამომდინარე ის მცირე ზომის ელემენტით იქნება აღჭურვილი, რომელიც სავარაუდოდ 3500 მილიამპერს არ გადააჭარბებს. სმარტფონის სხვა ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონის მონაცემებისა და დიზაინის შესახებ გასული თვეების განმავლობაში ინფორმაცია არაერთმა წყარომ გაავრცელა, Motorola-ს ახალი RAZR ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუანონსებია. 

კომენტარები

ბოლო ამბები