Thumbnail

მეცნიერებმა კარაქის ჯანსაღი ალტერნატივა შექმნეს

  • ახალი კარაქი 80%-ით წყლისგან შედგება
  • პროდუქტის ტექსტურა და გემო სტანდარტული კარაქის მსგავსია

კარაქი არაერთი კერძის შემადგენელი ინგრედიენტია, რომელიც მის გემოსა და ტექსტურაზე ახდენს გავლენას, თუმცა ცნობილია, რომ ის ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სასარგებლო პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ კარაქის შედარებით ჯანსაღი ალტერნატივები გარკვეული სახის მცენარეული ცხიმების სახით ბაზარზე არსებობს, კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს 80%-ით წყალზე დაფუძნებული პროდუქტი, რომელიც კარაქის ყველანაირ სახეობაზე უფრო სასარგებლო შემადგენლობისაა.

კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარები

ჟურნალ Applied Materials and Interfaces-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში კარაქის ჯანსაღი ალტერნატივის ემულსიფიკაციის პროცესი დეტალურადაა აღწერილი. სტატიის თანახმად, მკვლევარებმა მცენარეული ცხიმის და რძის გადამუშავების ინოვაციურ გზას მიაგნეს, რომლითაც ინგრედიენტების წყლის დიდ რაოდენობასთან შერწყმით კარაქის მსგავსი კონსისტენცია მიიღება. ამისთვის მკვლევარებმა ცხიმისა და რძის გარდა არაერთი სხვა ბუნებრივი ინგრედიენტი, მათ შორის ფუტკრის ცვილი გამოიყენეს, რომელიც პროდუქტის სტაბილიზატორის ფუნქციას ითავსებს.

ერთი ჩაის კოვზი კარაქი 84%-ით ცხიმისგან, 16%-ით კი წყლისგან შედგება, რაც 100 გრამ პროდუქტში 11 გრამ ცხიმს უდრის, კარაქის ალტერნატივა კი 100 გრამ პროდუქტში მხოლოდ 2.8 გრამ ცხიმს და 25 კალორიას შეიცავს. ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები