Thumbnail

Nokia ხელმისაწვდომ 5G სმარტფონს გამოუშვებს

  • ახალი 5G სმარტფონი სავარაუდოდ 2020 წელს გამოვა
  • Nokia მსხვილ ბრენდებს კონკურენციას შედარებით ხელმისაწვდომი ფასით გაუწევს

Nokia-ს ბრენდის სმარტფონების წარმოების ლიცენზიის მქონე კომპანია HMD Global-ი 5G სმარტფონის შექმნაზე მუშაობს, რომელსაც სხვა კომპანიების 5G სმარტფონებთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასი ექნება. ინფორმაცია HMD Global-ის წარმომადგენლმა ოფიციალურად დაადასტურა. ახალი 5G სმარტფონი სავარაუდოდ 2020 წელს გამოვა.

5G მოდელის შექმნაზე სმარტფონების ყველა მსხვილი მწარმოებელი მუშაობს, თუმცა, HMD Global-ის თანახმად, Nokia-ს 5G სმარტფონს სხვა ბრენდის კონკურენტებისგან სწორედ მისი ხელმისაწვდომი ფასი გამოარჩევს. 5G ქსელი ამერიკაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და ევროპის გარკვეულ ქვეყნებში უკვე მუშაობს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნების ჩამონათვალის ზრდასთან ერთად ხელმისაწვდომ 5G სმარტფონებზე მოთხოვნა გაიზრდება, მოსალოდნელია, რომ Nokia ამ კუთხით ბაზრის ლიდერის პოზიციას დაიკავებს.

HMD Global-ის წარმომადგენლის თანახმად, ახალი სმარტფონის ფასი სხვა 5G სმარტფონების ღირებულების ნახევარი იქნება, რაც საბაზრო ფასების გათვალისწინებით გულისხმობს, რომ სმარტფონი სავარაუდოდ 500-დან 600 დოლარამდე ეღირება.

HMD Global Nokia-ს ახალ სმარტფონს სავარაუდოდ 5 სექტემბერს წარადგენს. სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები