Thumbnail

ინდურმა კოსმოსურმა მისიამ მთვარის ფოტო გაავრცელა

  • Chandrayaan-2-მა მთვარის პირველი ფოტო გაავრცელა
  • კოსმოსური ხომალდი მთვარეზე სავარაუდოდ 7 სექტემბერს დაეშვება

ინდოეთის მთვარის მისია Chandrayaan-2 წარმატებით მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს კოსმოსური ხომალდი მთვარის ორბიტაში შევიდა, კოსმოსურმა მისიამ დედამიწაზე მთვარის პირველი ფოტო გაავრცელა. მთვარის ფოტო ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციამ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

მთვარის ფოტო მისი ზედაპირიდან 2650 კილომეტრის მანძილიდანაა გადაღებული. ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ფოტოზე Apollo-ს მთვარის მისიის და Mare Orientale-ს ადგილმდებარეობებია მონიშნული.

ინდური კოსმოსური ხომალდი მთვარეზე სავარაუდოდ 7 სექტემბერს დაეშვება. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინდოეთი ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ გახდება მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე საკუთარი კოსმოსური ხომალდის დაშვება წარმატებით შეძლო. მისია The Chandrayaan-2-მა სტარტი მიმდინარე წლის 22 ივლისს აიღო. ინდოეთის მიზანი მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ხომალდის წარმატებული დაშვება და 14 დღის განმავლობაში მისი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები