Thumbnail

Tesla-ს ინვესტორი ელონ მასკის გადადგომას ითხოვს

  • ინვესტორი მოთხოვნის მიზეზად მასკის Tweet-ებს ასახელებს
  • ელონ მასკი საკამათო პოსტების გამო კრიტიკის ობიექტი ამ დრომდეც გამხდარა

Tesla-ს ინვესტორი ჯეიმს ანდერსონი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან ელონ მასკის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ კომპანიის 7,5 პროცენტიანი წილის მფლობელმა გერმანულ გამოცემასთან, Manager Magazin-თან ინტერვიუში ისაუბრა. ანდერსონის თანახმად, მასკის მიერ “Twitter-ზე გამოქვეყნებული უპასუხისმგებლო პოსტები” კომპანიისთვის ზიანის მომტანია. 

“ელონ მასკის მენეჯმენტი საფონდო ბირჟასთან იმგვარ კომუნიკაციას მოიცავს, რომელსაც კომპანიისთვის სასარგებლოდ ვერ მივიჩნევთ.” - ჯეიმს ანდერსონი

აღნიშნული კომენტარი ინვესტორმა მასკის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებშიც კომპანიის გაყიდვების რაოდენობასა და ფინანსურ საკითხებზეა საუბარი.

Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო მასკი კრიტიკის ობიექტი ამ დრომდეც გამხდარა. გასული წლის სექტემბერში Tesla-ს საფონდო ბირჟიდან გაყვანის და კერძო კომპანიად ჩამოყალიბების გეგმის შესახებ გამოქვეყნებული Tweet-ის გამო მისი ქონება ერთ დღეში 1,5 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა - მასკს სასამართლოში ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) უჩივლა, რომელმაც ის ინვესტორების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. აღნიშნულის გამო ელონ მასკი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციიდან გადადგა და SEC-თან შეთანხმება გააფორმა, რომელიც ფულადი ჯარიმის გარდა სამომავლო პოსტების კომპანიის იურისტთან შეთანხმებას ითვალისწინებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები