Thumbnail

კოსმოსში პირველი კანონდარღვევა დაფიქსირდა - მომხდარს NASA იძიებს

  • NASA ასტრონავტის მიერ კოსმოსში ჩადენილ კანონდარღვევას იძიებს
  • ასტრონავტს ბრალად ყოფილი ცოლის საბანკო ანგარიშზე უკანონო წვდომის მიღება ედება

NASA ასტრონავტის მიერ კოსმოსური მისიის დროს ჩადენილ დანაშაულს იძიებს, რომელსაც ბრალად ყოფილი ცოლის საბანკო ანგარიშზე არაკანონიერად შესვლა ედება. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ენ მაკკლეინმა ყოფილი ცოლის, სამერ ვორდენის ანგარიშზე შეღწევა NASA-ს კომპიუტერიდან, კოსმოსში ყოფნის დროს შეძლო. 

სამერ ვორდენის თანახმად, მას მომხდარზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ყოფილმა ცოლმა კამათის დროს ის შეაძენები უხსენა, რომელიც მან მაკკლეინის კოსმოსში ყოფნის პერიოდში გააკეთა, შემდეგ კი მას ბანკმა მიმართვის საფუძველზე დაუდასტურა, რომ მის ანგარიშზე წვდომა სწორედ NASA-ს ქსელში დარეგისტრირებული კომპიუტერით მოხდა.

ასტრონავტი მომხდარს Twitter-ზე განთავსებული პოსტით გამოეხმაურა. მან მომხდარს სრული სიცრუე უწოდა.

NASA-სთან ერთად, მომხდარის გამოძიებაში ფედერალური სავაჭრო კომისიაცაა ჩართული.

კომენტარები

ბოლო ამბები