Thumbnail

მევიოლინე ლინდსი სტირლინგმა Twitch-ზე ვირტუალური კონცერტი გამართა

  • ლინდსი სტირლინგმა მაყურებლებს ვირტუალური რეალობის პერფორმასი შესთავაზა
  • მუსიკოსმა კომპოზიციები ახალი ალბომიდან შეასრულა

მევიოლინე ლინდსი სტირლინგმა ახალი ალბომის, Artemis-ის გამოშვებამდე რამდენიმე დღით ადრე სტრიმინგ პლატფორმა Twitch-ზე ვირტუალური კონცერტი გამართა. ვირტულური რეალობის შოუზე მევიოლინე ციფრული ავატარის სახით იყო წარმოდგენილი.

ლინდსი სტირლინგმა კომპოზიციები საკუთარი სტუდიიდან შეასრულა, ციფრული ავატარი კი მის მოძრაობებს იმეორებდა, რაც მევიოლინის სპეციალური ჩაცმულობით გახდა შესაძლებელი - სენსორებით აღჭურვილი კოსტუმი მუსიკოსის თითოეულ მოძრაობას რეალურ დროში აფიქსირებდა. ვირტუალური კონცერტის შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტებში სტრიმის Live მაყურებლები ვარსკვლავების სახით იყვნენ გამოსახული. 

კომპოზიციებს შორის მევიოლინე მაყურებლებლებთან ინტერაქციაშც შევიდა და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. ვირტუალური რეალობის კონცერტის გასამართად ლინდსი სტირლინგმა კომპანია Wave-თან ითანამშრომლა.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები