Thumbnail

გერმანულმა კომპანიამ მფრინავი ტაქსი შექმნა

  • კომპანიის თანახმად, საჰაერო ტაქსი ოპერირებისთვის ტექნიკურად მზად არის
  • მფრინავი ტაქსებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჯერ არ არსებობს

გერმანულმა კომპანია Volocopter-მა მფრინავი ელექტრომობილი VoloCity წარადგინა, რომელსაც პირველი საჰაერო ტაქსის სერვისისთვის გამოიყენებენ. კომპანიის თანახმად, VoloCity პირველი კომერციული საქალაქო საჰაერო ტრანსპორტი იქნება. Volocopter-ი საჰაერო ელექტრომობილის შექმნაზე 2011 წლიდან მუშაობდა, 2017 წელს კი კომპანიამ ხელშეკრულების საფუძველზე დუბაის მთავრობისგან საჰაერო ტაქსების საჯარო გამოცდის ნებართვაც მიიღო.

Velocopter-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფლორიან როიტერის თანახმად, VoloCity ამ დროისთვის კომპანიის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი ტრანსპორტია და ის ქალაქის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლისთვის ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს.

"VoloCity-ის უახლესი ვერსია კომპანიის მრავალწლიანი შრომის და 1000-ზე მეტი საცდელი ფრენისგან მიღებული გამოცდილების შედეგია. მისი მეშვეობით უახლოეს მომავალში საჰაერო სატრანსპორტო სისტემის კომერციალიზაციას მოვახდენთ.” - ფლორიან როიტერი

Velocopter-ის თანახმად, ახალი მფრინავი ტაქსი ტექნიკურად ოპერირებისთვის უკვე მზად არის, კომპანია კი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები