Thumbnail

Google: Huawei Mate 30-ით Google-ის აპლიკაციებს ვერ გამოიყენებთ

  • Huawei-ს ახალ სმარტფონებს Google-ის აპლიკაციების მხარდაჭერა არ ექნება
  • Google-მა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა

Huawei-მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ახალი სმარტფონი, Mate 30 Android-ის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს. მიუხედავად ამისა, როგორც ცნობილი გახდა, სმარტფონს Google-ის აპლიკაციების და სერვისების, მათ შორის Playstore-ის და Maps-ის მხარდაჭერა არ ექნება. ინფორმაცია Google-მა ოფიციალურად დაადასტურა. Google-ის აპლიკაციების შეზღუდვა ბაზარზე სმარტფონების კონკურენტუნარიანობას საგრძნობლად შეამცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ Huawei-მ Android-ის შეზღუდვის საპასუხოდ საკუთარი ოპერაციული სისტემა Harmony OS უკვე შექმნა, სისტემა Google-ის აპლიკაციების გარდა ამ დრომდე არც სხვა აპლიკაციებზეა ოპტიმიზებული. ამ მიზეზის გამო Huawei-ის ახალი სმარტფონები Harmony OS-ის მაგივრად Android-ის ოპერაციულ სისტემას გამოიყენებს, რომელიც ღია პროგრამული უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში სმარტფონების ყველა მწარმოებლისთვისაა ხელმისაწვდომი.

დავა Huawei-სა და აშშ-ის მთავრობას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ Huawei ამერიკულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის განზრახ შეფერხების გამოიყენებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები