- Redmi Note 8 Pro 64 მეგაპიქსელიანი კამერით იქნება აღჭურვილი
- სმარტფონის ფასი 195 დოლარიდან იწყება
Xiaomi-მ Redmi Note სერიის ახალი სმარტფონი, Redmi Note 8 Pro წარადგინა, რომელიც 64 მეგაპიქსელიანი კამერით იქნება აღჭურვილი. სმარტფონის კამერა 8 მიკრომეტრის ზომის პიქსელებს ოთხ ჯგუფად აერთიანებს, რომელთაგან თითოეული 16 მეგაპიქსელიანი რეზოლუციის გამოსახულებას იღებს, 64 მეგაპიქსელიანი ფოტო კი სწორედ ოთხი გამოსახულების გაერთიანებით მიიღება.

Xiaomi Redmi Note 8 Pro 20 მეგაპიქსელიანი წინა კამერითაა აღჭურვილი. სმარტფონი MediaTek-ის Helio G90T გეიმინგ პროცესორს იყენებს. სმარტფონს 8 GB ოპერატიული მეხსიერება და 138GB შიდა მეხსიერება აქვს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Redmi Note 8 Pro-ს ფასი 195 დოლარიდან დაიწყება და ის თავდაპირველად ჩინეთში გახდება ხელმისაწვდომი.
კომენტარები