Thumbnail

Apple ახალ iPhone-ს 10 სექტემბერს წარადგენს

  • Apple სამ ახალ iPhone-ს წარადგენს
  • ღონისძიებაზე შესაძლოა ახალი MacBook-ის პრეზენტაციაც შედგეს

10 სექტემბერს Apple ყოველწლიურ ღონისძიებას გამართავს, რომელზეც კომპანია ახალ პროდუქციას წარადგენს. ინფორმაციას The Verge ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე წარსადგენი პროდუქციის სია ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული არ არის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია iPhone-ის სამ მოდელს, iPhone XR, XS, და XS Max-ის ახალ ვერსიებს წარადგენს, რომელთაგან ორი მოდელი Apple-ის სამმაგი კამერის სისტემით იქნება აღჭურვილი. 

როგორც წესი, Apple საპრეზენაციო ღონისძიებებზე პროდუქტის ერთი კატეგორიით არ შემოიფარგლება, ამიტომ მოსალოდნელია, რომ iPhone-ების გარდა კომპანია განახლებულ MacBook Pro-ს და iPad-ისა და iPad Pro-ს ახალ ვერსიებსაც წარადგენს. 

Apple-ის ღონისძიება კალიფორნიაში, Apple Park-ის სათავო ოფისში გაიმართება. ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები