Thumbnail

Samsung-ი კიდევ ერთი გადასაკეცი სმარტფონის შექმნაზე მუშაობს

  • სამსუნგმა Galaxy Fold 2-ის დიზაინი დააპატენტა
  • პირველი Galaxy Fold ამ დრომდე არ გამოსულა

Samsung-ის მიერ დაანონსებული გადასაკეცი სმარტფონი, Galaxy Fold ჯერ კიდევ არ გამოსულა, თუმცა კომპანია სმარტფონის ახალი ვერსიის შექმნაზე უკვე მუშაობს. Samsung Galaxy Fold 2-ის შესაძლო დიზაინი კომპანიის მიერ უკვე დაპატენტებულია.

LetsGoDigital-ის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ Galaxy Fold-ის ახალი ვერსია სიგრძეზე იშლება და ტაბლეტად გარდაიქმნება. დაკეცილ მდგომარეობაში სმარტფონის მცირე ზომის ეკრანით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. დიზაინის პატენტის თანახმად, სმარტფონს სამმაგი კამერა ექნება.

გარდაიქმნება თუ არა დიზაინის მონახაზი რეალობად, ამ დროისთვის უცნობია - Samsung-ს გადასაკეცი სმარტფონის ახალი ვერსია ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუანონსებია.

ყველაფერი გადასაკეცი სმარტფონების შესახებ ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები