Thumbnail

Twitter-ის დამფუძნებელს ანგარიში გაუტეხეს

  • ჰაკერებმა ჯეკ დორსის ანგარიშიდან რასისტული და შეურაცხმყოფელი Tweet-ები გაავრცელეს
  • Twitter-ის თანახმად, პრობლემა აღმოფხვრილია

ჰაკერებმის დაჯგუფება Chuckling Squad-მა Twitter-ის თანადამფუძნებლის, ჯეკ დორსის ანგარიშზე შეღწევა შეძლეს. ჯეკ დორსის ოფიციალური გვერდიდან 20 წუთის განმავლობაში რასისტული და შეურაცხმყოფელი Tweet-ები იწერებოდა. აღნიშნული დროის განმავლობაში პროფილზე 10-ზე მეტი პოსტი გამოჩნდა.

Twitter-ის თანახმად, ჰაკერული შეტევა პლატფორმის სერვერების პრობლემას არ უკავშირდება და ანგარიშის გატეხვა მასთან დაკავშირებული მობილური ნომრის ოპერატორის ხარვეზის მიზეზით გახდა შესაძლებელი. Twitter-ი მობილური ოპერატორის დასახელებას არ აკონკრეტებს. 

"მობილურმა ოპერატორმა ვერ დაიცვა ანგარიშთან დაკავშირებული ნომრის უსაფრთხოება, რის გამოც ანგარიშზე ჰაკერების შეღწევა გახდა შესაძლებელი. არაავტორიზებულმა პირებმა ანგარიშზე Tweet-ები მობილური ნომრიდან, sms-ის საშუალებით გამოაქვეყნეს.” - Twitter 

Twitter-ის თანახმად, პრობლემა აღმოფხვრილია და მომხმარებელთა ანგარიშებს მსგავსი საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები