Thumbnail

Aptera - ელექტრომობილი, რომელიც დამუხტვის შემდეგ 1600 კილომეტრს გაივლის

  • ელექტრომობილის წონა 800 კილოგრამი იქნება
  • პროტოტიპი წლის ბოლოს დამზადდება

ჯერ კიდევ 10 წლის წინ კომპანია Aptera უჩვეულო დიზაინის მქონე სამ ბორბლიანი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავდა. თუმცა 2011 წელს კომპანია გაკოტრდა და მისი დამფუძნებლები სხვა პროექტებზე გადაერთვნენ. 2019 წელს დამფუძნებლებმა კომპანია აღადგინეს  და ძველ პროექტზე მუშაობა ხელახლა დაიწყეს. პროექტის თავდაპირველი იდეა უცვლელია. Aptera-ს სურს გამოუშვას ავტომობილი, რომელიც დღევანდელ ელექტრომობილებზე გაცილებით ეფექტური იქნება.

Aptera-ს გუნდის მიზანია ელექტრომობილმა დამუხტვის შემდეგ 1600 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამ მაჩვენებლის მისაღწევად ერთ-ერთი საშუალება ელექტრომობილის მასის შემცირებაა.ავტომობილის მასა მხოლოდ 800 კილოგრამი იქნება. ელექტრომობილის კორპუსს მსუბუქი კონსტრუქციისგან ააგებენ. მცირე ზომის მეტალის დეტალებს 3D პრინტერით დაბეჭდავენ.

კომპანიის ინჟინრების განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების სისტემას ექცევა. სტარტაპს იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში ინვესტიციების სახით 2,5 მილიონ დოლარს მიიღებს და პროტოტიპს წლის ბოლოს დაამზადებს. Aptera-ს ელექტრომობილის ოფიციალური პრეზენტაცია 2020 წელს იგეგმება. 

კომენტარები

ბოლო ამბები