Thumbnail

ჰელსინკის აეროპორტში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს

  • მფრინავმა ტაქსმა Volocopter 2X-მა სადემონსტრაციო ფრენა შეასრულა
  • ფაქტმა დაადასტურა, რომ აეროპორტის სისტემაში ამ საფრენი აპარატის ინტეგრაცია შესაძლებელია

ჰელსინკის საერთაშორისო აეროპორტში გერმანული სტარტაპ Volocopter-ის ელექტრო მფრინავმა ტაქსმა სადემონსტრაციო ფრენა შეასრულა.  Volocopter 2X პირველი მფრინავი ტაქსია, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. ამ გამოცდამ დაადასტურა, რომ მსგავსი ტიპის საფრენი აპარატის აეროპორტის საჰაერო მართვის სისტემაში ინტეგრაცია შესაძლებელია. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მფრინავი ტაქსის კომერციული სერვისის დანერგვის კუთხით.

სექტემბრის შუა რიცხვებში Volocoper კიდევ ერთ საცდელ ფრენას გერმანიაში, შტუტგარტის აეროპორტში შეასრულებს. წლის ბოლოს კი სინგაპურში საფრენი აპარატის ტერმინალებს, VoloPort-ებს დანერგავენ. გერმანულ კომპანიას სურს მფრინავი აპარატის დასაჯდომი მოედნები დიდ ქალაქებში, სასტუმროების და სავაჭრო ცენტრების სახურავებზეც შექმნას.

Volocopter გერმანული სტარტაპია, რომელიც ელექტრო მფრინავ აპარატებს ქალაქ კარლსრუეში აწყობს. პირველმა პროტოტიპმა VC 1-მა სადემონსტაციო ფრენა 2011 წლის 21 ოქტომბერს შეასრულა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები