Thumbnail

Facebook-ს შესაძლოა მოწონებების დამალვის ფუნქცია დაემატოს

  • ფუნქცია ამ დროისთვის საცდელ ეტაპზეა
  • მოწონებების დამალვის ფუნქციას ინსტაგრამიც ცდის

Instagram-ის მსგავსად, მოწონებების დამალვის ფუნქცია შესაძლოა Facebook-საც დაემატოს. ინფორმაციას TechCrunch ავრცელებს. სიახლის მიზანია, მომხმარებლებს ჰქონდეთ არჩევანი, საკუთარ პროფილზე კონტენტი განათავსონ ისე, რომ აქცენტი მოწონებების რაოდენობის მაგივრად მის შინაარსზე გაკეთდეს. ახალი ფუნქციით, გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონებების რაოდენობა არ გამოჩნდება, თუმცა პოსტის ქვეშ დაკლიკების შემთხვევაში მომწონებელთა ვინაობა მომხმარებლებისთვის ხილვადი იქნება.

ანალოგიურ ფუნქციას Instagram-ი უკვე 7 ქვეყანაში, მათ შორის ბრაზილიასა და კანადაში ცდის. ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, ფოტოსა თუ ვიდეოზე მოწონებების რაოდენობის ნახვას მხოლოდ პოსტის ავტორი შეძლებს. ამ დრომდე ინსტაგრამის პოსტის მოწონებების რაოდენობა პოსტზე წვდომის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის იყო ხილვადი. ინსტაგრამის თანახმად, მოწონებების რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ადამიანის თვითშეფასებაზე და არასრულფასოვნების შეგრძნება გაუჩინოს მათ. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ფუნქციით სწორედ აღნიშნულ “წნეხს შეამცირებენ”.

ახალი ფუნქცია ამ დრომდე საცდელ რეჟიმში მუშაობს. როდის გახდება ის ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის, ამ დროისთვის უცნობია. 

კომენტარები

ბოლო ამბები