Thumbnail

გერმანიაში ავტომობილისთვის უხილავი მზის პანელი შეიმუშავეს

  • ახალი პანელი ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს
  • სისტემა უკვე გამოსცადეს ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში

ავტომობილის კორპუსზე მზის პანელის დამონტაჟებას მომხმარებელს უკვე არაერთი ავტომწარმოებელი სთავაზობს, მათ შორის Toyota და Hyundai. Sono Motors-მა მზის პანელი მოდელ Sion-ის კარებზეც კი დაამონტაჟა. თუმცა იმისათვის, რომ პანელი შეუმჩნეველი იყოს  ავტომობილი აუცილებლად შავი ფერის უნდა იყოს.

ფრაუნჰოფერის მზის ენერგეტიკის ინსტიტუტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს მზის პანელების სახურავის დამზადების ახალი მეთოდი. მისი საშუალებით შესაძლებელია ავტომობილი ნებისმიერი შეფერილობის იყოს, ისე რომ დამონტაჟებული პანელი პრაქტიკულად არ მოჩანს. ვიზუალური მხარის დადებით ფაქტორს ერთი უმნიშვნელო მინუსიც აქვს. ავტომობილის შეღებვის დროს პანელის ეფექტურობა 7 პროცენტით მცირდება.

ახალი სისტემა უკვე გამოსცადეს ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში. გერმანელი მეცნიერების მიერ შემუშავებული მზის პანელი ელექტრომობილის მიერ დისტანციის გავლის რესურსს დამატებით 10 პროცენტით ზრდის. 

კომენტარები

ბოლო ამბები