Thumbnail

Apple Pay-ს გამოყენება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

  • Apple-ის ციფრულ საფულეში ქართული ბანკების ბარათების დამატებაა შესაძლებელი
  • Apple Pay-თ გადახდები ხორციელდება როგორც ონლაინ, ასევე უკონტაქტო ტერმინალით

Apple-ის ციფრული საფულით, Apple Pay-თ სარგებლობა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. მომხმარებლებს აპლიკაციაში TBC ბანკის, საქართველოს ბანკის, VTB ბანკის და ლიბერთი ბანკის ბარათების დამატება შეუძლიათ. 

სისტემა NFC ტექნოლოგიას იყენებს, რაც გულისხმობს, რომ აპლიკაციის მომხმარებლებს სმარტფონით, პლასტიკური ბარათის გარეშე გადახდის განხორციელება შეუძლით ყველა იმ ობიექტში, რომელიც უკონტაქტო საბანკო ტერმინალებს იყენებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მომხმარებლებს Apple Pay-ს საშუალებით ონლაინ გადახდების განხორციელებაც შეუძლიათ. უსაფრთხო გადახდა შესაძლებელია როგორც თითის ანაბეჭდის სკანერის, ასევე სახის ამომცნობი სისტემის, Face ID-ს გამოყენებით.

Apple Pay მობილური გადახდების დაცული სისტემაა, რომელიც მომხმარებლის საბანკო ინფორმაციას მოწყობილობაში ადგილობრივად არ ინახავს - აპლიკაცია თითოეული ტრანზაქციისთვის უნიკალურ კოდს აგენერირებს. Apple Pay-ს სერვისი საქართველოს გარდა კიდევ 56 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები