Thumbnail

Huawei აშშ-ს კიბერშეტევასა და თანამშრომლებისადმი მუქარაში ადანაშაულებს

  • Huawei-ს თანახმად, FBI-ის აგენტები კომპანიის თანამშრომლებს სახლში აკითხავენ
  • კომპანიას ბრალდებების მტკიცებულებები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია

Huawei აშშ-ის მთავრობას კიბერშეტევაში ადანაშაულებს. კომპანიის თანახმად, აშშ ბიზნესის გასანადგურებლად ყველა შესაძლო გზას მიმართავს. გავრცელებულ პრესრელიზში ტექნოლოგიების ჩინური გიგანტი კიბერშეტევის გარდა აშშ-ის მთავრობას კომპანიის თანამშრომლებისადმი მუქარაშიც ადანაშაულებს. 

პრესრელიზის თანახმად, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლები Huawei-ს თანამშრომლებს სახლებში აკითხავენ და მათგან კომპანიის შესახებ ინფორმაციის გაცემას უკანონო გზით ითხოვენ. კომპანიას ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია.

დავა Huawei-სა და აშშ-ის მთავრობას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ Huawei ამერიკულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის განზრახ შეფერხებისთვის გამოიყენებდა. დაპირისპირების ფონზე Huawei-ს სერვისის მიწოდება ათეულობით ამერიკულმა კომპანიამ შეუწყვიტა.
 

კომენტარები

ბოლო ამბები