Thumbnail
  • პირველ ეტაპზე სერვისისთვის 30 ავტომობილს გამოიყენებენ
  • თვითმავალი ტაქსების გამოყენება 2020 წელს ჩინეთის კიდევ ორ ქალაქში იგეგმება

Didi Chuxing-ს ჩინეთში ყველაზე დიდი ტაქსის სერვისი გააჩნია. კომპანია უახლოეს პერიოდში მომხმარებელს სრულიად ახალ სერვისს შესთავაზებს. შანხაის ქუჩებში თვითმავალი ტაქსი გამოჩნდება. პროექტზე მუშაობაში ჩართულია კომპანია AutoX, რომელიც  თვითმავალი ტრანსპორტის შექმნაზე უკვე წლებია მუშაობს.

თვითმავალი ტაქსის სერვისის ასამოქმედებლად 30 ავტომობილს გამოიყენებენ. ტრანსპორტის ბაზირების ადგილი სამრეწველო რაიონი ცზიადინი იქნება. კლიენტებს ავტონომიური ტრანსპორტი 10 კილომეტრის მანძილზე გადაიყვანს. პირველ ეტაპზე ტაქსის სერვისი უფასო იქნება. ექსპერიმენტის მიზანია გაირკვეს რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი პროექტი ჩინეთის დიდ ქალაქებში მასშტაბურად დაინერგოს. აღსანიშნავია, რომ შანხაიში ტაქსების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემად იქცა. საშუალოდ ყოველ მეოთხე გამოძახებაზე ტაქსი კლიენტთან არ მიდის. Didi-ში ვარაუდობენ, რომ ახალი სერვისის დანერგვით ამ პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებენ.

Didi-ს ამბიციური გეგმები აქვს. 2020 წელს კომპანია თვითმავალი ტაქსის სერვისს ჩინეთის კიდევ ორ ქალაქში, პეკინში და შენჩჟენში აამოქმედებს. 2021 წელს კი კომპანია უცხოურ ბაზარზე გასვლას გეგმავს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები