Thumbnail

ხმაურიან ტრანსპორტს საფრანგეთში რადარები დააფიქსირებენ

  • სისტემა მონაცემებს პოლიციას გადაუგზავნის
  • ხმაურიანი ტრანსპორტის მფლობელს ჯარიმას გამოუწერენ

პარიზთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვილნევ ლე რუას მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა ქუჩის განათების ბოძებზე სპეციალური რადარების დამონტაჟება. რადარები ქუჩაში მოძრავი ტრანსპორტის მიერ გამოწვეულ ხმაურს დააფიქსირებენ. სისტემა მონაცემებს, როგორც ვიდეო, ასევე აუდიო მასალას პოლიციაში გადააგზავნის. იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტი ხმაურის დასაშვები ნორმის ზღვარს გადააჭარბებს, მის მფლობელს ჯარიმას გამოუწერენ. 

რადარი კომპანია Bruitparif-მა დაამზადა. ის აღჭურვილია ოთხი მიკროფონით, რომლებიც ხმაურს ზომავენ. 40 რადარი პოპულარული ტურისტული ადგილებთან, ბარებთან და რესტორნებთან დაამონტაჟეს, კიდევ 17 სამშენებლო მოედნების გვერდით. ჯერჯერობით სისტემა სატესტო რეჟიმში მუშაობს. როგორც კი ხელისუფლება სისტემის გამოყენების უფლებას გასცემს, რადარებს მაშინვე ჩართავენ.

ხმაური თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფაქტორია. ის ისევე ვნებს ადამიანს, როგორც სიგარეტის პასიურად მოწევა. არაფერი გვაქვს  სპორტული ავტომობილების და მოტოციკლეტების საწინაამღდეგო, თუმცა მათი მფლობელები ხშირად ხმაურით გარშემო მყოფებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნიან - დიდიე გონზალესი, ვილნევ ლე რუას მერი.

კომენტარები

ბოლო ამბები