Thumbnail

Boston Dynamics-ის ახალ რობოტს ადამიანის მსგავსი თვალები აქვს

  • ახალ რობოტს ადამიანის გამოხედვა და ძაღლის მსგავსი თავი აქვს
  • რობოტი-ძაღლი რამდენიმე ბრძანებაზე უკვე რეაგირებს

Boston Dynamics-მა ახალი რობოტი წარადგინა, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მათ 3D პრინტინგს და ხმოვანი ასისტენტის სისტემას აერთიანებს, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს მისი მზერა იწვევს - რობოტ-ძაღლ “ასტროს” ადამიანის გამოხედვა აქვს. კომპანიის თანახმად, ახალი რობოტი სწორედ ადამიანის ტვინის შთაგონებით შეიქმნა, რაც მისი თვალების სახითაა გამოხატული.

რობოტს დობერმანის ჯიშის ძაღლის მსგავსი, 3D პრინტერით დაბეჭდილი თავი აქვს, რომელიც კომპიუტერული სისტემის ფუნქციას ასრულებს. სისტემა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანების დავალებების შესრულებას სწავლობს, რაც კომპანიის თანახმად კაცობრიობისთვის სარგებლის მომტანი იქნება. 

“ასტრო” უკვე წარმატებით პასუხობს სხვადასხვა ბრძანებებს - მას ადამიანთა თხოვნის საპასუხოდ დაჯდომა, ადგომა და დაწოლა შეუძლია. მკვლევარების თანახმად, რობოტი უახლოეს მომავალში ჟესტურ სიგნალებზე პასუხის გაცემას, ფერების გარჩევას და დრონების მართვასაც კი ისწავლის.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები