Thumbnail

Von Braun - კოსმოსური სასტუმრო ხელოვნური გრავიტაციით

  • ორბიტალური სასტუმროს იდეა კონსტრუქტორ ვერნერ ფონ ბრაუნს ეკუთვნის
  • სასტუმრო 400-მდე ვიზიტორის მიღებას შეძლებს 

სტარტაპი Gateway Foundation ცნობილი გერმანელი კონსტრუქტორის ვერნერ ფონ ბრაუნის იდეის განხორციელებას გეგმავს. ფონ ბრაუნმა ორბიტალური სასტუმროს პროექტი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში შეიმუშავა. სწორედ ამიტომ სტარტაპმა გადაწყვიტა სასტუმროს Von Braun Space Station უწოდოს.

ინჟინრების ჩანაფიქრით სასტუმროში იქნება ყველაფერი, რაც კლიენტებს კომფორტულ გარემოს შეუქმნის: ხელოვნური გრავიტაცია, ავტომატიზირებული სამზარეულო და ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ინტერიერი. ვიზიტორები სასტუმროდან დედამიწის განუმეორებელი ხედებით დატკბებიან. სასტუმრო 400-მდე ვიზიტორის მიღებას შეძლებს.

სასტუმროს საფუძველი იგივე მოდულური ტექნოლოგიაა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს გააჩნია. თუმცა არის ერთი სხვაობაც, ხელოვნური გრავიტაცია. ეს კონცეფცია ფონ ბრაუნის შემუშავებულია. სასტუმროს რკალისებური ფორმა ექნება, რომლის დიამეტრი 190 მეტრს შეადგენს. ორბიტალურ სასტუმროს 24 ნაწილად დაყოფენ.

Gateway Foundation-ს ამ იდეის განხორციელების შემდეგ მუშაობას კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტზე დაიწყებს. სტარტაპს სურს ნამდვილი კოსმოსური ქალაქის აგება, რომელიც მთვარის და მარსის მისიებისთვის შეიძლება გამოიყენონ. კოსმოსურ ქალაქში ერთდროულად 1400 ვიზიტორის მიღება იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები