Thumbnail

Amazon-ის მაღაზიებში კლიენტები თანხის გადასახდელად ჟესტებს გამოიყენებენ

  • ახალი ტექნოლოგია Whole Foods-ის მაღაზიებში ამოქმედდება
  • კომპანიას უკვე აქვს გახსნილი ავტომატიზირებული მაღაზიების ქსელი Amazon Go

კომპანია Amazon, რომელიც სუპერმარკეტების ქსელ Whole Foods-ის მფლობელია, მომხმარებლის იდენტიფიკაციის ახალ სისტემაზე მუშაობს. კლიენტის იდენტიფიკაცია ხელის ზომის და ფორმის მიხედვით მოხდება. კომპანია გეგმავს ეს მონაცემები კლიენტის საბანკო ანგარიშთან დაააკავშიროს. მომხმარებელი  თანხის გადახდას ჟესტებით შეძლებს. 

Amazon-ში აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტული იქნება. სალარო აპარატთან საკრედიტო ბარათის გამოყენების დროს კლიენტი დააახლოებით 8 წამს  კარგავს, ახალი ტექნოლოგიით კი ამ პროცესს ერთი წამიც კი არ დასჭირდება. ახალი ტექნოლოგიის გამოცდა Whole Foods-ის მაღაზიებში მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. 

აღსანიშნავია, რომ Amazon-ს უკვე აქვს გახსნილი ავტომატიზირებული მაღაზიები Amazon Go, რომლებიც სალარო აპარატის და მოლარის გარეშე მუშაობენ. ჭკვიანი სენსორების და სკანერების სისტემა, რომელიც მაღაზიაშია დამონტაჟებული, თავად განსაზღვრავს ნივთს და მის ღირებულებას. მაღაზიიდან გამოსვლის დროს შეძენილი ნივთების ღირებულება ავტომატურად ჩამოიჭრება მომხმარებლის ანგარიშიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები