Thumbnail

ყველაზე დიდი მცურავი მზის ელექტროსადგური მალდივებზე ამოქმედდა

  • 12 პლატფორმა კუნძულ დიდუ ფინოლუს სანაპიროსთან არის განლაგებული
  • კუნძულზე ელექტროენერგიის გამომუშავება თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა

მალდივის არქიპელაგის კუნძულ დიდუ ფინოლუზე ექსპლუატაციაში შევიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი მზის ელექტროსადგური. მცურავი ელექტროსადგური კომპანია SwimSol-მა დაამზადა. სადგურის 12 პლატფორმა კუნძულის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარს გამოიმუშავებს. კუნძულზე განლაგებული ხუთ ვარსკვალავიანი სასტუმრო, ასევე რამდენიმე ვილა ელექტროენერგიას სწორედ ამ მზის ელექტროსადგურისგან მიიღებს.

12 პანელიანი კონსტრუქცია ზღვაშია განლაგებული და საიმედოდ არის დაცული ქარიშხალისგან და მაღალი ტალღებისგან. მცურავი მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კუნძულზე ელექტროენერგიის გამომუშავება 40 პროცენტით გაიზარდა. გარდა იმისა, რომ სადგური ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს, კონსტრუქცია თევზებისათვის საიმედო თავშესაფრად იქცა. 

კუნძულ დიდუ ფინოლუზე მზის ენერგიის გამოყენება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. კურორტზე მზის პანელი არაერთი შენობის სახურავზეა დამონტაჟებული, თუმცა ახალი ელექტროსადგურის ამოქმედების შემდეგ კუნძულზე ენერგიის ძირითადი წყარო მზე გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები