Thumbnail

Skoda-ს ელექტრო ველოსიპედს პედლები არ აქვს

  • ველოსიპედისტი ტრანსპორტის ტექნიკურ მონაცემებს აპლიკაციით მიიღებს
  • ელექტრო ველოსიპედს დამუხტვის შემდეგ 62 კილომეტრის გავლა შეუძლია

ჩეხურმა კომპანია Skoda-მ ელექტრო ველოსიპედის კონცეპტი წარმოადგინა. მოდელი, რომლის სახელწოდებაა Klement, სკუტერის, ველოსიპედის და ელექტრო მოტოციკლეტის ერთგვარ ჰიბრიდს წარმოადგენს. ველოსიპედი ქალაქში მოძრაობისათვის არის განსაზღვრული. 

აღსანიშნავია, რომ Klement-ს პედლები არ გააჩნია. მათ მაგივრად კორპუსზე ფეხის ჩამოსადებია დამონტაჟებული. როდესაც ველოსიპედისტი მას წინ გასწევს, ველოსიპედი აჩქარდება, უკან გადაწევის შემთხვევაში კი დამუხრუჭდება. ველოსიპედის კორპუსზე მხოლოდ განათების ინდიკატორებია დამონტაჟებული. იმისათვის, რომ ველოსიპედისტს გაადგილების დროს ინფორმაცია ჰქონდეს განვითარებული სიჩქარის ან აკუმულატორის თაობაზე, საჭესთან სმარტფონი უნდა დაამაგროს. აპლიკაციის საშუალებით ველოსიპედისტი ყველა საჭირო მონაცემს ტელეფონით იღებს.

Klement მხოლოდ 25 კილოგრამს იწონის. ველოსიპედის მიერ განვითარებული მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია. დამუხტვის შემდეგ ელექტრო ველოსიპედს 62 კილომეტრის გავლა შეუძლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები