Thumbnail

Canon Eos C500 Mark II - ახალი 6K Full Frame კამერა

  • Canon Eos C500 Mark II - პირველი სრულოფორმატიანი კამერა საშუალო სეგმენტისთვის
  • Canon-ის ყველა კამერის ერთგვარი მიქსი

Canon Eos C500 Mark II - ახალი 6K სრულფორმატიანი კამერაა, რომელიც იაპონურმა კომპანიამ დააანონსა და პირველად წარადგენს 13-17 სექტემბერს IBC-ის გამოფენაზე ამსტერდამში.

დიდი ხანია რაც Canon C500-ის მოყვარულები კომპანიისგან განახლებული მოდელის გამოშვებას ელოდნენ და მე-7 წელს კომპანიამ ახალი კამერა წარადგინა, რომელიც 5.9K რეზოლუციით და სრულფორმატიანი მატრიცით არის აღჭურვილი. 

Canon Eos C500 II დიზაინი და ერგონომიკა განსხვავდება ორიგინალი C500 და C300 II-სგან. კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებლის მოთხოვნები. ახალი კამერა როგორც ჩანს არის Canon-ის ყველა კამერის ერთგვარი მიქსი, რადგან მონაცემების გარკვეული ნაწილი აღებულია:

  • C700 FF -  სრულფორმატიანი მატრიცა , 6K-ში 50p/60p გადაღების შესაძლებლობა,
  • C300 II -  4K XF-AVC 10bit 422 
  • С200 - Cinema Raw Light codec და თაჩსქრინ მონიტორი.

კამერას დაემატა CFexpress Tybe B ბარათის ბუდე, აკუმულატორი გამოიყენება იგივე BP-A30/60 რაც C200/C300 II-ში.  C500 არის პირველი კამერა, რომელიც გამოიყენებს ელექტრონულ 5 ღერძიან სტაბილიზაციის სისტემას. კამერის ახალი DIGIC DV 7 პროცესორი საშუალებას იძლევა ერთდროულად ჩაიწეროს როგორც Cinema Raw Light, ასევე XF-AVC  4K 4:2:2 10-bit  810mbps/s. კამერას დაემატა კიდევ ბევრი სიახლე რაც Canon-ს აქამდე არ ჰქონია, მაგალითად შესაძლებელია ,,viewfinder”-ის მოხსნა და ასევე დამატებითი გამომსვლელების  და შემსვლელების დამატება.  Canon-ის სიახლეა ობიექტივების სამაგრის შეცვლის შესაძლებლობა, რომლითაც მარტივად არის შესაძლებელი როგორც EF, EF Cinema Lock  და ასვეე PL სამაგრის მოხსნა-დამაგრება.

Canon ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სრულფორმატიანი კამერა საშუალო სეგმენტში. მომავალ კვირაში Sony FS სერიის ახალი კამერის წარდგენას აპირებს. 

ტექნიკური მონაცემები:

  • ·5.9K full-frame CMOS sensor
  •  Dual Pixel AF
  •  EF, Locking EF mount, PL mount options
  •  User-Swappable
  • DIGIC DV7 image processor
  • 5.9K/60p in Cinema Raw Light
  • 4K/60p in Cinema Raw Light or XF-AVC 10bit 422
  • 2K/16mm Crop mode up to 120fps
  • 12G-SDI / 4K/60p over HDMI
  • Slow & Fast button gives quick access for Slow & Fast settings
  • Records onto CFexpress cards (2x slots)
  • Built-in XLR (2x) inputs on the side of the body
  • Built-in ND 10 stops
  • Lightweight – body weighs 1.73 kg
  • Optional back EVF
  • Optional extension units for Genlock, Remote, Ethernet, etc.

​კამერის ფასი დაახლოებით 16 000$ იქნება

კომენტარები

ბოლო ამბები