Thumbnail
  • ტრანსპორტის ავტონომიური სისტემა კომპანია Torc Robotics-მა შექმნა
  • ავტონომიური ტრანსპორტის განვითარებისთვის Daimler 570 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

Daimler-ის თვითმართვადი სატვირთო ავტომობილების გამოცდა ვირჯინიის შტატის სამხრეთ-დასავლეთით, Torc Robotics-ის ოფისთან დაიწყო. სწორედ კომპანია Torc მუშაობს ავტონომიური ტრანსპორტის ინოვაციური სისტემის შექმნაზე. ავტომობილი აღჭურვილია სისტემა Asimov-ით, რომელმაც სახელწოდება ცნობილი ამერიკელი მწერლის აიზეკ აზიმოვის საპატივცემულოდ მიიღო. ამჟამად მისი გამოცდა, როგორც ქალაქში, ასევე საავტომობილო გზებზე მიმდინარეობს.

გამოცდის დროს Daimler-ის სატვირთო ავტომობილში იმყოფებიან მძღოლი და ინჟინერი. თვითმართვად ტრანსპორტს ავტონომიურობის მეოთხე საფეხური გააჩნია, რისი საშუალებითაც ავტომობილი პრაქტიკულად ყველა მანევრს დამოუკიდებლად ანხორციელებს, თუმცა მძღოლის საჭესთან ყოფნა დაზღვევის მიზნით მაინც სასურველია. 

Daimler უსაფრთხო და საიმედო ტრანსპორტს ქმნის, Torc კი შესანიშნავად ახერხებს ავტონომიური სისტემის შექმნას. ამ ორი კომპონენტის გაერთიანებით ვაპირებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ტრანსპორტის ისტორიის შეცვლაში. შეერთებული შტატების გზები იდეალური ადგილია მსგავსი ტექნოლოგიის გამოსაცდელად - როჯერ ნილსენი, Daimler Truck North America-ს წარმომადგენელი.

Daimler-ს უახლოეს წლებში თვითმართვადი სატვირთო ტრანსპორტის დანერგვის და განვითარების მხრივ დიდი გეგმები აქვს. კომპანია ამ მიმართულებით 570 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს და პროექტში 200 გამოცდილ ინჟინერს დაასაქმებს.

კომენტარები

ბოლო ამბები