Thumbnail

ყველა სიახლე Apple-ის პრეზენტაციიდან

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა პრეზენტაცია ტრადიციულად კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში, სტივ ჯობსის თეატრში გამართა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის პრეზენტაციის ტრანსლირება პირველად მოხდა “ცოცხლად” Youtube-ის არხის საშუალებით. 

პრეზენტაციიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალი სმარტფონების წარდგენა იყო.  iPhone Xr-ის ნაცვლად   iPhone 11 გამოჩნდა,  Xs და Xs Max-ის ნაცვლად კი შესაბამისად 11 Pro და 11 Pro Max. 

საბაზო მოდელ  iPhone 11-ის უკანა პანელი საგანგებოდ დამუშავებული შუშისაა, რომელიც განსაკუთრებულად მყარია. iPhone 11-ს შეუძლია წყალში ორი მეტრის სიღრმეზე 30 წუთი გაძლოს. სმარტფონს 6,1 დუიმის  Liquid Retina-ს ეკრანი აქვს. ტელეფონი ექვსი სხვადასხვა შეფერილობით გამოვა.

სმარტფონის საფუძველი სისტემა A13 Bionic-ია, რომელიც A12-თან შედარებით 20 პროცენტით უფრო სწრაფია. სმარტფონის ოპტიკურ მონაცემებშიც მნიშვნელოვანი პროგრესია: კამერა სამჯერ უფრო სწრაფად ახერხებს ფოკუსირებას, გაუმჯობესებულია ღამის ღამის რეჟიმი, დამატებულია ახალი პორტრეტული რეჟიმები. სმარტონში მარტივად არის შესაძლებელი ფოტო რეჟიმიდან ვიდეო რეჟიმზე გადასვლა. Apple-მა ასევე განაახლა ფრონტალური კამერა TrueDepth, რომელსაც საგრძნობლად აქვს გაზრდილი ხედვის კუთხე. ტექნოლოგია  Dolby Atmos iPhone 11-ს განსაკუთრებულ ჟღერადობას ანიჭებს. iPhone 11-ის ღირებულება 699 დოლარია. 

 iPhone 11 Pro და  iPhone 11 Pro Max კიდევ უფრო მეტად არიან განახლებული. მთელ რიგ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად ეს სმარტფონები გამოირჩევიან იმითაც, რომ გაცილებით დიდხანს შეუძლიათ იმუშაონ დამუხტვის გარეშე. ორივე სმარტფონი სამი კამერით არის აღჭურვილი. ერთი კამერიდან მეორეზე გადართვა საკმაოდ მარტივად ხერხდება.  iPhone 11 Pro 999 დოლარი ღირს, iPhone 11 Pro Max კი 1099. 

პრეზენტაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა Apple Watch Series 5-ია.ეს  სმარტ საათი გარეგნულად წინა მოდელს წააგავს, მაგრამ ამავე დროს მთელი რიგი ახალი ფუნქციები გააჩნია. Apple Watch Series 5 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის მუდმივად აქტიური ეკრანი Retina. იქიდან გამომდინარე, რომ ეკრანი სულ ჩართულია, მარტივად შეიძლება გაიგოთ დრო ან სხვა საჭირო ინფორმაცია, ისე რომ მას არ შეეხოთ.

Apple Watch Series 5 გააჩნია ჩაშენებული კომპასი და გეოლოკაციის განახლებული ფუნქციები. განახლებული “რუკა” მის მფლობელს დაეხმარება ორიენტაციაში, კომპასი კი აჩვენებს ისეთ გეოგრაფიულ კოორდინატებს, როგორიცაა გრძედი, განედი, სიმაღლე ზღვის დონიდან და სხვა. Apple-მა ასევე იზრუნა მომხმარებლის უსაფრთხოებაზეც.  Apple Watch Series 5-ის მფლობელებს ექსტრემალურ სიტუაციაში შეუძლიათ დარეკონ 150-ზე მეტი ქვეყნის “ცხელ ხაზზე”. აღსანიშნავია, რომ საათი თავად დარეკავს ამ ნომერზე იმ შემთხვევაში თუ მისი მფლობელი წაიქცა და ერთი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იმყოფება. 

უკვე აქამდე არსებულ დიზაინს Apple-მა დაამატა ტიტანის, შავი და თეთრი კერამიკის შეფერილობის საათი.Apple Watch Series 5 ყველაზე დაბალ ფასიანი ვერსია 399 დოლარი ეღირება. 

პრეზენტაციის კიდევ ერთი სიახლე მეშვიდე თაობის ახალი  iPad-ია. განახლებული  iPad აღჭურვილია 10,2 დუიმის Retina-ს დისფლეით. ჩიპი A10 Fusion პლანშეტს საშუალებას აძლევს ერთდროულად რამდენიმე ამოცანა შეასრულოს. iPad გამოვა, როგორც ვერცხლისფერი, ასევე ოქროსფერი კორპუსით. ყველაზე დაბალ ფასიანი მოდელი ღირებულება 329 დოლარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები