Thumbnail

მომავალ წელს Starlink-ის პროექტისთვის 1500-მდე თანამგზავრს გაუშვებენ

  • 2020 წელს კომპანია Starlink-ის პროექტისთვის 24 რაკეტას გაუშვებს
  • Space X პროექტის ფარგლებში სულ 12 ათასი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს

SpaceX-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გვინ შოტველმა World Satellite Business Week-ის კონფერენციაზე კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 2020 წელს კომპანია თანამგზავრული ინტერნეტის პროექტ Starlink-ის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. შოტველის განცხადებით მომავალ წელს ორბიტაზე თანამგზავრების რაოდენობის გაზრდისათვის რაკეტებს მინიმუმ 24-ჯერ გაუშვებენ ანუ საშუალოდ თვეში ორჯერ. 

დედამიწის ორბიტაზე რაკეტის თითო გაშვებით Starlink-ის დაახლოებით 60 თანამგზავრი მოხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს კოსმოსში მინიმუმ 1440 თანამგზავრი იქნება. პროექტის სრულად ამოქმედებისთვის კომპანია ჯამში 12 ათასი თანამგზავრის გაშვებას აპირებს. Space X მომავალ წელს ასევე გეგმავს არაერთი კომერციული მისიის შესრულებას. თუ რომელიმე მათგანი არ შედგა, კომპანია Starlink-ის პროექტისთვის დამატებით რეისს განახორციელებს.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი რაკეტა გაიყვანს ორბიტაზე სატელიტური ინტერნეტის პროექტისთვის განკუთვნილ თანამგზავრებს. ვარაუდობენ, რომ ეს მისია ძირითადად Falcon 9-ს დაეკისრება, თუმცა არაა გამორიცხული ცალკეულ შემთხვევებში უფრო მძლავრი Falcon Heavy-ს გამოყენებაც.

კომენტარები

ბოლო ამბები