Thumbnail

Virgin Galactic კოსმოსურ ტურიზმში გადატრიალებას გეგმავს

  • 2020 წელს კომპანია კოსმოსში 16 ფრენას განახორციელებს
  • 2023 წლისთვის Virgin Galactic კოსმოსში 1500-ზე მეტ ტურისტს გადაიყვანს

კომპანია Virgin Galactic, რომელიც ბრიტანელმა მილიარდელმა რიჩარდ ბრენსონმა დააარსა, კოსმოსური ტურიზმის სფეროში მაშტაბური გარღვევისთვის ემზადება. დოკუმენტში, რომელიც საჯარო გახდა, მითითებულია Virgin Galactic-ის გეგმები უახლოესი 4 წლის მანძილზე. ამ პერიოდში კომპანია კოსმოსში ფრენების ინტენსივობას რამდენჯერმე გაზრდის.

2020 წელს Virgin Galactic კოსმოსში 16 ფრენას შეასრულებს. კომპანია სუბორბიტალურ კოსმოსურ ხომალდ SpaceShipTwo-ს გამოიყენებს. 90 წუთიანი ფრენის დროს კოსმოსური ტურისტები დედამიწიდან 100 კილომეტრის მანძილზე პლანეტის საოცარი ხედებით დატკბებიან. უკვე 2023 წლისთვის კომპანიას ხუთი SpaceShipTwo ეყოლება და წელიწადში 270 ფრენას შეასრულებს. ოთხი წლის განმავლონაში დედამიწას კოსმოსიდან 1565 ტურისტი იხილავს.

სუბორბიტალური კოსმოსური ხომალდის ბილეთის ღირებულება 250 ათასი დოლარია. ბილეთი უკვე შეიძინა 600-მა ადამიანმა. აღსანიშნავია, რომ კოსმოსური ტურიზმის სფეროში რიჩარდ ბრენსონის კომპანიის უშუალო კონკურენტი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ია. ბეზოსის კომპანია კოსმოსში გამგზავრების მსურველებს ბილეთს 200 ათას დოლარად სთავაზობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები