Thumbnail

დრონ Silent Arrow-ს სამხედრო ოპერაციებში გამოიყენებენ

  • დრონს ფრონტის წინა ხაზზე 750 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია
  • საფრენი აპარატი შესაძლებელია სამაშველო ოპერაციების დროსაც გამოიყენონ

კომპანია Yates Electrospace Corporation ახალი დრონი Silent Arrow GD-2000 წარმოადგინა. საფრენი აპარატის ძირითადი მისია მძიმე ტვირთების გადატანაა. Silent Arrow-ს შეუძლია 750 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა. დრონს თვითმფრინავიდან ან ვერტმფრენიდან ჩაუშვებენ, რის შემდეგაც ის ფრთებს გაშლის და პლანირების რეჟიმში დანიშნულების ადგილისკენ გაემართება.

Silent Arrow GD-2000-ს ძირითადად სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებენ. მისი ფუნქცია სამხედრო მოქმედებების დროს წინა ხაზზე ტვირთის გადატანაა. დღეს ამ მიზნით პარაშუტებს იყენებენ. უპილოტო საფრენი აპარატი კი ამოცანას უფრო ზუსტად და ეფექტურად შეასრულებს. ამავე დროს მოწინაამღდეგისთვის დრონი უფრო შეუმჩნეველი იქნება, ვიდრე პარაშუტი. 

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყებს შეერთებული შტატების არმია სამხედრო ოპერაციებში Silent Arrow-ს დრონების გამოყენებას. Yates Electrospace-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კონტრაქტი გაფორმებული არ არის. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მათი დრონების გამოყენება წარმატებით შეიძლება სხვადასხვა სამაშველო ოპერაციების დროს. 

კომენტარები

ბოლო ამბები