Thumbnail

საფრანგეთი ევროკავშირში Libra-ს ამოქმედების წინაამღდეგ გამოდის

  • საფრანგეთი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა  ევროკავშირის “მონეტარულ სუვერენიტეტს” საფრთხეს შეუქმნის
  • ოფიციალური პარიზი ამ თემაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან აწარმოებს

ფეისბუქის კრიპტოვალუტა, რომელიც კომპანიამ 2019 წლის ივნისში დააანონსა, შესაძლოა ევროკავშირში არ ამოქმედდეს. საფრანგეთის მთავრობამ Libra-ს წინაამღდეგ გამოდის. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მარის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება Libra-ს ევროკავშირში დანერგვას მიუღებლად მიიჩნევს. 

ლე მარის შეფასებით, ევროკავშირში ფეისბუქის კრიპტოვალუტის გამოჩენის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპული სახელმწიფოების “მონეტარული სუვერენიტეტი” და მათი უფლება გააკონტროლონ ფულადი მასები. საბოლოო ჯამში კი ეს ფაქტი საფრთხეს შეუქმნის ფინანსურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას. 

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი კრიპტოვალუტის დაანონსებისთანავე ამ იდეის წინაამღდეგ გამოვიდა. ამ ეტაპზე კი ქვეყნის მთავრობა აპირებს ევროკავშირის სახელმწიფოებთან შეთანხმების გზით ფეისბუქის წინაამღდეგ ერთიანი ფრონტით გამოვიდეს. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა მექანიზმის გამოყენებას შეეცდება ოფიციალური პარიზი იმისათვის, რომ ფეისბუქის კრიპტოვალუტა არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე აკრძალოს. 

ფეისბუქს Libra-სთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეერთებულ შტატებშიც აქვს. აშშ-ის კონგრესმა კრიპტოვალუტის გამოშვების გადადება მოითხოვა. კონგრესმენები ფიქრობენ, რომ Libra-ს გამოჩენა მსოფლიო ვალუტების სტაბილურობაზე და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე აისახება. ამ ვითარებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ ფეისბუქის კრიპტოვალუტა საერთოდ არ ამოქმედდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები