Thumbnail

Starship პირველი ფრენისთვის ემზადება

  • რაკეტის ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბრის ბოლოს იგეგმება
  • Starship პრიოტიტეტული პროექტია, რომელსაც მარსის მისიისთვის ამზადებენ

კომპანია Space X-მა ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა. კომპანია კომისიისგან ითხოვს ნებართვას კოსმოსურ ხომალდ Starship-ის გამოცდის დასაწყებად. ეს ფაქტი თავად ილონ მასკმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ Space X ტეხასში განლაგებულ ბოკა ჩიკას საცდელი პოლიგონზე ტექნიკურ განახლებას გეგმავს. 

წელს კომპანიამ ბოკა ჩიკას პოლიგონზე გიგანტური რაკეტის მცირე ზომის პროტოტიპი Starhopper გამოსცადა. პროტოტიპი ჰაერში უმნიშვნელო სიმაღლეზე, 150 მეტრზე ავიდა. მისგან განსხვავებით Starship პირველი გამოცდის დროს სრულფასოვან ფრენას შეასრულებს. რაკეტა დედამიწიდან 20 კილომეტრის სიმაღლეზე უნდა ავიდეს. 

სექტემბრის ბოლოს მასკის კომპანია გიგანტური რაკეტის პრეზენტაციას გეგმავს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა Starship-ის გამოცდა  ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება. რაკეტის კომერციული სტარტი 2021 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. გიგანტურ რაკეტას მართლაც შთამბეჭდავი პარამეტრები აქვს. 118 მეტრიან Starship-ს 9 მეტრის დიამეტრი გააჩნია. Starship კომპანიის პრიორიტეტული პროექტია. სწორედ მან უნდა შეძლოს Space X-ის  უპილოტო და შემდგომ უკვე პილოტირებული ფრენების განხორციელება მთვარეზე და მარსზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები