Thumbnail
  • Volocopter-ის საფრენმა აპარატმა შტუტგარტის ცენტრში გადაიფრინა
  • კომპანია კომერციული ფრენების დაწყებას 3 წელიწადში გეგმავს

სექტემბრის დასაწყისში გერმანულმა კომპანია Volocopter-მა მფრინავი ტაქსი ჰელსინკის აეროპორტში გამოსცადა. საფრენმა აპარატმა აეროპორტში სადემონსტრაციო ფრენა შეასრულა. ამ ფაქტმა დაადასტურდა, რომ მისი აეროპორტის საჰაერო მართვის სისტემაში ინტეგრაცია შესაძლებელია. Volocopter-ის აპარატმა კიდევ ერთი გამოცდა გერმანიაში გაიარა. მფრინავი ტაქსი პირველად გამოჩნდა ჰაერში დასახლებულ პუნქტში.

ამ დრომდე Volocopter-ის საფრენი აპარატის ყველა გამოცდა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ტარდებოდა. ამჯერად კი მფრინავი ტაქსი ჰაერში ბადენ-ვიურტემბერგის დედაქალაქ შტუტგარტის ცენტრში გამოჩნდა. სადემონსტრაციო ფრენა ღონისძიება Vision Smart City-ს დაემთხვა, რომელიც მომავლის ტრანსპორტს ეძღვნება. ფრენა სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. აპარატმა შტუტგარტის უმაღლესი ტექნიკური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიფრინა. 

ჩვენი მფრინავი ტაქსი ქალაქის ტრანსპორტის განვითარების ხედვას მთლიანად შეცვლის. შტუტგარტი, ქალაქი, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი მცხოვრებია, დღეს დარწმუნდა, რომ ეს აპარატი უსაფრთხოა და არ არის ხმაურიანი. ჩვენ უკვე პროექტის საბოლოო ეტაპისკენ მივდივართ. მალე დადგება ის დრო, როდესაც, გერმანიის და სხვა ქვეყნების ქალაქებში ასეთი საფრენი აპარატები იმოძრავებენ, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ტრანსპორტისგან განტვირთვას- ფლორიან როიტერი, Volocopter-ის თავმჯდომარე.

Volocopter-ის მფრინავი ტაქსის სერვისის ამოქმედება სამ წელიწადში იგეგმება. პირველად ინოვაციური ტრანსპორტი ლონდონში და ბერლინში გამოჩნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები