Thumbnail

ხელოვნურ ინტელექტს კანის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ

  • ალგორითმი  26 დაავადების დიაგნოსტიკას ახერხებს
  • სისტემა დერმატოლოგს მუშაობის დროს დაეხმარება

კანის დააავადება ერთ-ერთი ყველა ხშირი მიზეზია, რის გამოც პაციენტები ექიმს მიმართავენ. ევროპაში და შეერთებულ შტატებშიც კი საავადმყოფოებში ხშირად  საკმარისი რაოდენობით არ არიან კვალიფიციური დერმატოლოგები. სწორედ ამის გამო პაციენტების ნაწილს საერთო პრაქტიკის მქონე ექიმები იღებენ, რომლებსაც მთელ რიგ შემთხვევებში ზუსტი დიაგნოზის დასმა უჭირთ. 

Google-ის გუნდმა გადაწყვიტა პრობლემის მოსაგვარებლად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს. სპეციალური ალგორითმი გამოსახულების და სიმპტომების აღწერის საფუძველზე  26 დაავადების დიაგნოსტირებას ახერხებს. ალგორითმის ტრენინგისთვის და ტესტირებისთვის კანის დაავადების 17 777 შემთხვევა გამოიყენეს. დიაგნოსტირების სიზუსტის დადგენა 3750 შემთხვევის საფუძველზე მოხდა. 71-დან 93 პროცენტამდე სისტემამ ზუსტად მოახერხა დაავადების მიზეზის დადგენა, რაც პროფესიონალი დერმატოლოგიის მაჩვენებლის ანალოგია და მნიშვნელოვნად აღემატება საერთო პრაქტიკის ექიმის მაჩვენებელს.

Google-ის სპეციალისტებს იმედი აქვს, რომ სისტემა შეერთებული შტატების საავადმყოფოებში უახლოეს პერიოდში დაინერგება, რაც ექიმების დატვირთვას მნიშვნელოვნად შეამცირებს. პირველ ეტაპზე ალგორითმს წინასწარი დიაგნოზის დადგენისთვის გამოიყენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები