Thumbnail

რობოტი Mabu პაციენტის ჯანმრთელობაზე იზრუნებს

  • ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა სახლის რობოტის გამოცდა დაიწყო
  • Mabu გულის უკმარისობით დაავადებულების ჯანმრთელობაზე იზრუნებს

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა რობოტი სახელად Mabu გამოუშვა. Mabu-ს სახლის პირობებში პაციენტზე მზრუნველობა და მისი ჯანმრთელობის შეფასება დაევალება. რობოტი ძირითადად იმ ავადმყოფებს დაეხმარება, რომლებიც გულის უკმარისობას განიცდიან. 

რობოტი კომპანია Catalia Health-მა ააწყო. Mabu-ს მთავარი ფუნქციაა გააკონტროლოს პაციენტის მიერ მედიკამენტების დროულად მიღება. რობოტი იგებს პაციენტის საუბარს და მას პასუხობს. Mabu-ს ასევე შეუძლია დააფიქსიროს მონაცემები, რომლებიც ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და გადაუზავნოს ისინი მკურნალ ექიმს. 

რობოტის შემქნელები მიიჩნევენ, რომ Mabu გულით უკმარისობით დაავადებულ ადამიანს მკურნალობის პროცედურის დროს მნიშვნელოვნად დაეხმარება. ამავე დროს რობოტი ექიმის მუშაობასაც უფრო ეფექტურს გახდის. Catalia Health მომავალში Mabu-ს დამატებითი ფუნქციებით აღჭურვავს, რის შემდეგაც  რობოტს რევმატოიდული ართრიტით დაავადებულების მოვლა შეეძლება.

კომენტარები

ბოლო ამბები