Thumbnail

NASA მთვარის ორბიტაზე მზვერავ თანამგზავრებს გაუშვებს

  • პროექტი მთვარის კოსმოსური სადგურის ნაწილია
  • 12 თანამგზავრს მთვარის ორბიტისკენ 2020 წელს გაუშვებენ

2020 წელს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო მთვარის ორბიტაზე მასშტაბური პროექტის დაწყებას გეგმავს. Gateway-ს (Lunar Orbital Platform- Gateway)  პროგრამა NASA-მ ოფიციალურად 2017 წლის მარტში წარადგინა. პროექტი ითვალისწინებს მრავალმოდულიანი სადგურის მშენებლობას. კოსმოსური სადგური ერთგვარი ბაზა უნდა გახდეს მთვარეზე ადამიანის დასაბრუნებლად. ამავე დროს, მას მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრება მარსის მისიის განხორციელების დროს. Gateway-ზე მუდმივად იმუშავებს ოთხი ასტრონავტი. 

იმისათვის, რომ პროექტის ავტორები დარწმუნდნენ, რომ სადგურისთვის შერჩეული ადგილი ოპტიმალური და უსაფრთხოა, NASA მთვარის ორბიტისკენ მზვერავ თანამგზავრებს გაუშვებს.ორბიტაზე 12 მცირე ზომის თანამგზავრს გაიყვანენ, რომლებსაც კუბსატებს უწოდებენ. კუბსატების აწყობაზე კომპანია Tyvak Nano-Satellite Systems-ს მუშაობს.კუბსატებს უმნიშვნელოვანესი მისია აქვთ დაკისრებული. თანამგზავრები აღჭურვილი იქნებიან სპეციალური სენსორებით. სწორედ მათი მეშვეობით NASA-ს გუნდი შეეცდება  გაარკვიოს რა ტრაექტორიით უნდა გაიყვანოს მომავალი სადგური ორბიტაზე. 

პროექტის მართვა კომპანია Advanced Space-ს დაევალა. კომპანია თანამგზავრების ნავიგაციის სისტემის მართვის სანაცვლოდ NASA-სგან 13,7 მილიონ დოლარს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები