Thumbnail

FarmWise-ის რობოტი ნათესებსაც რგავს და მოსავალსაც იღებს

  • კალიფორნიული სტარტაპი ფერმერი რობოტების წარმოების გაზრდას გეგმავს
  • ინვესტორებმა კომპანიაში დამატებით 14,5 მილიონი დოლარი ჩადეს

კალიფორნიული სტარტაპი FarmWise ავტონომიურ რობოტებს აწყობს, რომლებსაც ფერმერის წინაშე მდგარი პრაქტიკულად ყველა ამოცანის შესრულება შეუძლია. სპეციალური ალგორითმით, კომპიუტერული ხედვით და ზუსტი მანიპულატორებით აღჭურვილ გიგანტურ  რობოტს როგორც, ნათესების და ნარგავების დარგვა, ასევე მოსავლის აღება შეუძლია. რობოტი ფერმერი ასევე წარმატებით ართმევს თავს მიწის ნაკვეთის სარეველებისგან და სხვა მავნებლებისგან გაწმენდას. 

FarmWise-ში აცხადებენ, რომ მთელ რიგ ამოცანებს ავტონომიური რობოტი ადამიანზე უკეთესად ასრულებს. ინვესტორებმა კომპანიაში დამატებით 14,5 მილიონი დოლარი ჩადეს. ეს თანხა ძირითადად რობოტი ფერმერის ტექნიკურ სრულყოფას და პროექტის კომერციალიზაციას მოხმარდება.  FarmWise-ის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ტიპის რობოტებზე მოთხოვნა, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში საკმაოდ დიდია. თუმცა ფერმერებისთვის მთავარი პრობლემა უნივერსალური რობოტის ღირებულებაა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ წარმოების გაზრდასთან ერთად რობოტის ფასიც მნიშვნელოვნად შეამცირონ.

კიდევ ერთი ამერიკული სტარტაპი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციებზე მუშაობს, Bear Flag Robotics-ია.ამ კომპანიამ თვითმავალი ტრაქტორების პროექტზე აწყობა დაიწყო. სტარტაპი პირებს გამოუშვას ისეთი ტრაქტორები, რომლებიც ყველა სამუშაოს დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე შეასრულებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები