Thumbnail
  • AR სათვალე სმარფონის ფუნქციას შეითავსებს
  • ფეისბუქი პროექტზე იტალიურ კომპანია Luxottica-სთან ერთად მუშაობს

Facebook Realty Labs გაფართოებული რეალობის სათვალის დამზადებას გეგმავს. პროექტი იმდენად რთულია, რომ ფეისბუქმა მისი წარმატებით დასრულებისათვის კომპანია Luxottica-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. იტალიური კომპანია ცნობილია ისეთი ბრენდების წარმოებით, როგორიცაა Ray-Ban და Oakley. 

AR სათვალე, რომლის შექმნაზეც ფეისბუქი მუშაობს, ცნობილია Orion-ის სახელწოდებით. სათვალემ მომავალში შესაძლებელია სმარტფონი ჩაანაცვლოს. მის მფლობელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს სატელეფონო ზარები, მცირე ზომის დისფლეის საშუალებით გადახედოს სხვადასხვა ინფორმაციას და ჩაწეროს ვიდეო. Orion მარკ ცუკერბერგის პრიორიტეტული პროექტია და ფეისბუქის დამფუძნებელი უშუალოდ არის ჩართული მის განხორციელებაში. 

მთავარი სირთულე, რომლის გადალახვა პროექტზე მომუშავე ინჟინრებს მოუწევთ ხელსაწყოს ისეთ ოპტიმალურ ზომამდე დაყვანაა, რომ მომხმარებელმა მისი გამოყენება ეფექტურად შეძლოს. აღსანიშნავია, რომ Luxottica-ს უკვე აქვს AR სათვალის შექმნის გარკვეული გამოცდილება, რის გამოც ფეისბუქმა სწორედ იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. Orion-ს შეძენას მომხმარებელი დაახლოებით 5-6 წლის შემდეგ შეძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები