Thumbnail

Virgin Galactic ახალი ორბიტალური თვითმფრინავის აწყობას იწყებს

  •  2023 წლისთვის კომპანიას უკვე ხუთი ორბიტალური თვითმფრინავი ეყოლება
  • კომპანიის დამფუძნებელ რიჩარდ ბრენსონს კოსმოსური ტურიზმის განვითარება სურს

ინგლისელი მილიარდელის რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Galactic-ს მალე ახალი ორბიტალური თვითმფრინავი ეყოლება. კომპანიის ერთ-ერთმა განყოფილებამ - The Spaceship Company-მ უკვე დაიწყო თვითმფრინავის დამზადება. ინჟინრები იყენებენ მოდულურ კონსტრუქციას, რაც საშუალებას იძლევა საფრენი აპარატის სხვადასხვა ნაწილები: კაბინა, ფრთები და კუდი ერთდროულად აეწყოს. აწყობის დროს ყველა დეტალის განლაგების სიზუსტეს ლაზერული სენსორები აფიქსირებენ.

Virgin Galactic, VSS Unity-ს მოდელის გამოცდა კალიფორნიაში, მოჰავეს უდაბნოში ჩატარდება, რის შემდეგაც თვითმფრინავს ნიუ მექსიკოში განლაგებულ კოსმოდრომზე გადაიყვანენ. 2023 წლისთვის ბრენსონის კომპანიას ხუთი ორბიტალური თვითმფრინავი უნდა ჰყავდეს. 

რიჩარდ ბრენსონის მიზანი კოსმოსური ტურიზმის სწრაფი განვითარებაა. მომდევნო 4 წელიწადში Virgin Galactic ფრენების ინტენსივობას რამდენჯერმე გაზრდის. 2020 წელს კომპანია კოსმოსში 16 ფრენას შეასრულებს. 90 წუთიანი ფრენის დროს ტურისტები დედამიწიდან 100 კილომეტრის მანძილზე პლანეტის საოცარი ხედებით დატკბებიან. უკვე 2023 წლისთვის კომპანია წელიწადში 270 ფრენას შეასრულებს. ოთხი წლის განმავლონაში დედამიწას კოსმოსიდან 1565 ტურისტი იხილავს.

კომენტარები

ბოლო ამბები