Thumbnail

ვირჯინიის შტატის მოსახლეობას ამანათებს დრონი მიუტანს

  • საცდელი სერვისი შტატის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ამოქმედდა
  • დრონები  Walgreens-ის მედიკამენტებს და FedEx-ის ამანათებს გადაიტანენ

კომპანია Wing Aviation-მა ვირჯინიის შტატში საპილოტე პროგრამა დაიწყო. კომპანია შტატის მოსახლეობას ორ სერვისს სთავაზობს. დრონები კლიენტებს სააფთიაქო ქსელ Walgreens-დან შეკვეთილ მედიკამენტებს და სხვა საჭირო ნივთებს ადგილზე მიუტანენ. საფრენი აპარატები ასევე გადაიტანენ FedEx-ის მსუბუქ ამანათებს.

ვირჯინიის შტატში Wing Aviation საცდელ პროგრამებს უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს კომპანიის დრონი ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში გამოსცადეს, სადაც სტუდენტებისთვის რესტორანიდან შეკვეთილი საკვები მიჰქონდა. თუმცა ამჯერად კომპანია ადგილზე მიტანის სერვისის მასშტაბებს მნიშვნელოვნად ზრდის.

Wing Aviation უკვე ექვსი წელია არსებობს. თავდაპირველად სტარტაპის ინჟინრებს მიტანის სერვისის ტესტირება შეერთებული შტატებში სურდათ. კომპანია Starbucks-თან და რესტორნების ქსელ Chipotle-თან თანამშრომლობდა. თუმცა ამერიკაში მუშაობა ქვეყანაში არსებული მკაცრი საჰაერო რეგულაციების გამო აღარ გაგრძელდა და პირველი კომერციული პროექტი ავსტრალიაში ამოქმედა. იმისათვის, რომ Wing Aviation-ს აშშ-ში კომერციული ლიცენზია მიეღო, სტარტაპმა ფრენების უსაფრთხოების სპეციალური სამსახური შექმნა.

კომენტარები

ბოლო ამბები