Thumbnail

Uber ავტოსაგზაო შემთხვევას სმარტფონის საშუალებით დააფიქსირებს

  • ფუნქცია RideCheck-ის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების დროული გამოვლენაა
  • სერვისი საცდელ რეჟიმში პირველ ეტაპზე შეერთებულ შტატებში ამოქმედდება

Uber-ის სპეციალისტებმა უსაფრთხოების ახალი სისტემა შეიმუშავეს. სისტემა ავტოსაგზაო შემთხვევების დისტანციურად გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. ამისათვის სულაც არ არის საჭირო დამატებითი სენსორების დამონტაჟება. ფუნქციის მუშაობისთვის სტანდარტული სმარტფონიც საკმარისია.

ახალი ფუნქცია RideCheck GPS-თან ერთად გიროსკოპს და აქსელერომეტრს იყენებს. RideCheck მუშაობას იწყებს მგზავრის ავტომობილში ჩაჯდომის დროს, მძღოლს კი ის მუდმივად აქვს ჩართული. თუ სისტემამ დააფიქსირა სმარტფონის ადგილის მოულოდნელი შეცვლა და ან გაურკვეველი მოძრაობა, რაც ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, მძღოლი და მგზავრი ტელეფონზე შეტყობინებას იღებენ. თუ რომელიმე მათგანი დაადასტურებს ავტოსაგზაო შემთხვევას სისტემა შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურს გამოიძახებს. სერვისს ასევე გააჩნია მაშველების ავტომატურად გამოძახების ფუნქციაც. 

ამ დროისათვის RideCheck საცდელ რეჟიმში შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ამომქმედდა. იმ შემთხვევაში თუ სისტემამ გაამართლა, მას Uber-ის მომხმარებლები სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები